ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ “ჟირონასთან” პენალტი გაიტანა და ძალიან მაგრად ითამაშა. ქართველმა იტალიელი ფანების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა და ამაზე “ნაპოლის” გვერდთანაც ისაუბრა.
“ისინი ყოველთვის საუბრობდნენ ნეაპოლზე, აქ ხომ მარადონამ ითამაშა. პიცა ძალიან კარგია. როცა ჩამოვედი, ტაქსის მძღოლმა მაშინვე მიცნო. ძალიან მუყაითად ვმუშაობთ სეზონის დასაწყებად. ფანებს ვპირდები, რომ მაქსიმუმს გავიღებ კლუბისთვის. Forza Napoli ყოველთვის”, – თქვა კვარამ.
მოსალოდნელია, რომ “ნაპოლიში” ჯარიმებსა და პენალტებს სწორედ ხვიჩა შეასრულებს.
კომენტარები post