ცნობილმა სარაგბო პორტალმა Planetrugby-მა ნოემბრის ტესტები შეაჯამა და საქართველოს ნაკრებზეც დაწერა. ბორჯღალოსნებმა ნომინაციაში “ყველაზე ხმაურიანი განაცხადი” იმარჯვეს.
“19 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა კარდიფში უელსს მოუგო და მასპინძლები არგენტინასთან მოგების შემდეგ მიწაზე დაანარცხა. ქართველმა მორაგბეებმა ამ წარმატების წყალობით კიდევ ერთხელ მიუკაკუნეს ექვს ერსს, საითკენაც ისინი დიდი ხანია ისწრაფვიან. უდავოა, რომ კარდიფული ტრიუმფი მათ მიზანთან მიაახლოვებს და უკვე ისე სჩანს, რომ ელიტაში მიღება მხოლოდ დროის საკითხია.”
“ამ მხრივ ორიგინალურები ვერ ვიქნებით. ნოემბრის ტესტების ყველაზე ცუდი ნაკრები უელსი იყო, რომელმაც 4-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო არგენტინასთან, ხოლო ახალ ზელანდიასთან, საქართველოსთანა და ავსტრალიასთან კი წააგო. ცხადია, რომ უელსელებისთვის ყველაზე დამანგრეველი ქართველებთან მარცხი იყო. ამ წარუმატებლობამ ისინი ისე მოშალა, რომ ავსტრალიასთან სოლიდური უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ის თამაშიც დათმეს. გასული ტესტების შემდეგ, უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ “დრაკონების” თავკაც უეინ პივაკს თანამდებობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება”, – წერს პორტალი.
კომენტარები post