დღეს იოზეფ ბლატერისა და მიშელ პლატინის სასამართლო პროცესი დასრულდა: ფიფასა და უეფას ყოფილი პრეზიდენტები გაამართლეს.
შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ ბლატერს და პლატინის განაჩენი პარასკევს გამოუტანა. მათ ბრალად თაღლითობა ედებოდათ.
შვეიცარიელ ბლატერს მითვისება-გაფლანგვის ბრალდებაც ჰქონდა, ხოლო ფრანგ პლატინის კი – ბლატერისთვის ამაში დახმარებას ედავებოდნენ. საქმე 2 მილიონ ფრანკს ეხება. ასევე 229 126 ფრანკზეც, დამატებით.
კომენტარები post