“იუვენტუსში” დაბრუნებიდან ორი კვირის შემდეგ პოლ პოგბამ მუხლზე დაზიანება მიიღო და ჯერ-ჯერობით უცნობია როდის დაუბრუნდება ფრანგი ფეხბურთელი “ბებერ ქალბატონს”.
უახლოეს დღეებში პოგბა საფრანგეთში გაემგზავრება და ცნობილ ექიმს, ბერტრან სონერი-კოტეს შეხვდება, რომელმაც ზლატან იბრაჰიმოვიჩს მუხლის გაწყვეტილ მყესებზე ჩაუტარა ოპერაცია.
როგორც La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი, ფაბიანა დელა ვალე იტყობინება, პოგბას მენისკი აქვს დაზიანებული და საქმე რთულადაა, ამიტომაც ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში 3-დან 5 თვემდე უქმობა მოუწევს. თუ ეს მოხდება, პოლი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება.
კომენტარები post