“იუვენტუსში” დაბრუნება პოლ პოგბასთვის წარმატებული არ გამოდგა, ფრანგმა ფეხბურთელმა დაბრუნებიდან რამდენიმე კვირაში საკმაოდ მძიმე, მენისკის ტრავმა მიიღო.
ექიმებმა პოგბას სამი სარეაბილიტაციო კურსი შესთავაზეს, რომელთა მთავარი განმასხვავებელი ნიშნები სარეაბილიტაციო დრო და მკურნალობის სანდოობაა.
- თერაპიული მკურნალობა – ამ შემთხვევაში პოგბა მოედანს სექტემბერში დაუბრუნდება, მაგრამ ტრავმის რეციდივის მაღალი რისკი არსებობს.
- მენისკის ამოღება – სარეაბილიტაციო კურსი 2-თვიანია, მაგრამ არსებობს მუხლის უფრო მეტად დაზიანების რისკი.
- გაგლეჯილი მენისკის გაკერვა – ეს ყველაზე საიმედო გზაა, მაგრამ სარეაბილიტაციო პერიოდი 5 თვეს მოიცავს და ამ შემთხვევაში პოგბას მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს.
პოგბამ გარისკა და პირველი ვარიანტი აირჩია, შესაბამისად ის მოედანს სექტემბერში დაუბრუნდება.
კომენტარები post