მსოფლიო ჩემპიონატმა შესაძლოა პოლ პოგბას სახით ძალიან დიდი დანაკლისი მიიღოს. “იუვენტუსის” ფრანგი ნახევარმცველი დღეს მენისკის ოპერაციას გაიკეთებს.
პოგბამ ტრავმა ჯერ კიდევ ივლისში მიიღო, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ დაზიანებისთვის ოპერაციის გარეშე, კონსერვატიული გზით ემკურნალათ, რამაც შედეგი არ გამოიღო.
29 წლის ფეხბურთელმა დღეს და გუშინ მოედანზე ვარჯიში სცადა, თუმცა ტკივილსა და დისკომფორტს განიცდიდა, რის გამოც საბოლოოდ ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილება მიიღეს.
როგორც იტალიური მედია გვამცნობს, პოლ პოგბა 40-60 დღეს იუქმებს. შესაბამისად მისი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე კითხვის ნიშნის ქვეშაც დადგა. ყველაფერი დამოკიდებული სარეაბილიტაციო პროცესზე იქნება.
კომენტარები post