საქართველოს მორაგბეთა ნაკრება ივლისის ტესტ-მატჩების ბოლო დაპირისპირებაში პორტუგალიის ნაკრებს შეერკინა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 23:14 სძლიეს. მატჩი საკმაოდ რთული გამოდგა, პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქეს მხოლოდ 3 ქულით ვამარცხებდით, 9:6, მეორე ტაიმში კი ლელოს დადება შევძელით და გამარჯვებაც მოვიპოვეთ.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს სანაკრებო შეკრება საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მართალია არგენტინასთან მარცხი განვიცადეთ, მაგრამ პორტუგალიას მოვუგეთ და რაც მთავარია იტალიის ნაკრები დავამარცხეთ.
კომენტარები post