ინგლისის პრემიერლიგის მომავალ სეზონში შესაძლოა, ახალი გადაწყვეტილება ვიხილოთ. იგეგმება, რომ მატჩების დასრულების შემდეგ მთავარი და VAR-ის ოთახში მჯდარი არბიტრების საუბარი გასაჯაროვდეს.
პრემიერლიგის ბოსები იმედოვნებენ, რომ ამ ცვლილებით გაიზრდება მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა.
მსგავსი პრაქტიკა უკვე გამოიყენება MLS-ში. ამერიკული ლიგა YouTube-ზე ავრცელებს ვიდეოს, სადაც არბიტრების აუდიოჩანაწერია და მათი გადაწყვეტილებები აიხსნება.
კომენტარები post