პორტუგალიური მედიის ცნობით, “პარი სენ ჟერმენი” კრიშტიანუ რონალდუთია დაინტერესებული. როგორც პედრუ ალმეიდა იტყობინება, პარიზელთა სპორტული მრჩეველი ლუიშ კამპუში ფეხბურთელის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება.
მიუხედავად მოლაპარაკებებისა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და უცნობია საბოლოოდ სად გააგრძელებს კარიერას სპორტსმენი.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება სურს. ის რამდენიმე ვარჯიშზე არც გამოცხადებულა, რამაც თავისი თანაგუნდელები გააკვირვა.
კომენტარები post