გასული სეზონი “პსჟ-სთვის” წარმატებული არ გამოდგა, გუნდმა მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო. ამის გამო კი კლუბში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.
ფრანგული მედიის ცნობით უახლოეს დღეებში ოფიციალუარდ პარიზული კლუბის მთავარ მწვრთნელად კრისტოფ გალტიე დაინიშნება, მაურისიო პოჩეტინო კი გუნდს დატოვებს.
“პსჟ” გალტიესთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ გალტიე პოჩეტინოსთან შედარებით ნაკლებ ანაზღაურებას აიღებს. გასულ სეზონში გალტიე “ნიცას” წვრთნიდა, “პსჟ” კი “ნიცას” კომპენსაციის სახით 10 მილიონ ევროს გადაუხდის.
კომენტარები post