ისტორიის განმავლობაში არაერთ ქართველ სპორტსმენს უასპარეზია რუსეთის სახელით.
“ჩრდილოელ მეზობლებს” ქართველი ლეგენდების გადაბირების სურვილიც ჰქონდათ. მათ შორის იყო ლაშა ტალახაძეც, თუმცა ამ უკანასკნელმა რუსები უარით გაისტუმრა.
“კარიერის განმავლობაში ბევრი ქვეყნიდან მქონდა შემოთავაზება. ეს განსაკუთრებით გახშირდა პირველი ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ.”
“მსურველთა შორის რუსებიც იყვნენ, თუმცა, ჩემი პასუხი ყოველთვის ერთნაირი იყო. მე ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ და ასე დარჩება სამუდამოდ.” – აცხადებს ლაშა.
კომენტარები post