საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა, ზვიად კუპატაძემ ქართველ სპორტულ ჟურნალისტს, მაგდა კლდიაშვილს ფეისბუქ LIVE-ში კრიტიკული და შეუარცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
მოგეხსენებათ, კუპატაძეს და ჟურნალისტს შორის კონფლიქტი მტავარი არხის გადაცემა – “სპორტი დიდ ქალაქში” დაიწყო, სადაც ქართველი მეკარე რუსულ კლუბში თამაშთან დასმულმა შეკითხვამ და კრიტიკულმა კომენტარებმა გააღიზიანა.
“არ ვაპირებდი არაფრის ჩაწერას, უბრალოდ, გუშინ დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ რაღაც საიტზე, ვიღაც არამზადა, კლავიატურის ვირთხა, მაგდა კლდიაშვილი, თურმე რაღაცებს წერს ჩემზე, ჩემს ოჯახზე, ჩემი ოჯახი როგორ საუბრობს რუსულად თუ ქართულად, მე ვარ ქართველი თუ არა… კლავიატურის ვირთხებო, ჯერ რაღაც საქმე გააკეთეთ და მერე ისაუბრეთ ჩემსა და ჩემს ოჯახზე. იმ ვირთხებს კი, ვინც ჩემს ოჯახს ეხებით, არ შევიგინები, მაგრამ თვითონ ხალხი მოგხედავთ. ქართველები მოგხედავენ შენ, მაგდა კლდიაშვილო, საზიზღარო ადამიანო და კლავიატურის ვირთხა.
გიპასუხებთ შეკითხვაზე, ვგრძნობ თუ არა თავს უხერხულად, ამ გუნდში რომ ვთამაშობ. მე ვარ ამაყი, რომ ვთამაშობ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში და ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, რომელსაც აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ოცნებობენ, რომ მოხვდნენ ამ გუნდში.
სარკეში ჩაიხედე მაგდა კლდიაშვილო, რას გავხარ, შე საცოდავო. ქალს არ გავხარ, ჟურნალისტს არ გავხარ, ოჯახის ქალს არ გავხარ, ქართველს არ გავხარ. რა გინდა, რას გადამეკიდე?!”, – ამბობს კუპატაძე.
შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპატაძე 2004 წლიდან რუსულ კლუბ “გაზპრომ-იუგრაში” თამაშობს და ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ასევე ფლობს რუსეთის მოქალაქეობასაც.
კომენტარები post