მამუკა გორგოძემ გავლენიანი ფრანგულ გამოცემა – Rugbyrama-სთან ინტერვიუში ქართული რაგბის განვითარებაზე ისაუბრა.
“თავდაუზოგავად ვშრომობთ და ტიერ 1-ის წარმომადგენლებს საერთაშორისო დონეზე რეგულარულად ვუპირისპირდებით. გარდა ამისა, ქართული რაგბი საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან ვალშია.”
“მან სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის ათეულობით მილიონი დოლარი გაიღო – ააშენა ახალი სტადიონები, სავარჯიშო მოედნები და მოაწყო ინფრასტრუქტურა. მას მადლობა უნდა გადავუხადოთ”, – განაცხადა ქართული რაგბის ლეგენდამ.
კომენტარები post