29-31 ივლისს ქალაქ ალბენაში (ბულგარეთი) მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო, ყოველწლიური ტურნირი გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ახალგაზრდული პირველობის 13,15 და 17 წლამდე გამარჯვებულები: თეკლა ლიპარტელიანი; ანასტასია ჩხარტიშვილი; გიორგი გოდერძიშვილი; ნიკოლოზ ჩხარტიშვილი.
ტურნირში ასევე თვითდაფინანსებით მონაწილეობდა U17-ის ვიცე- ჩემპიონი თამარ მათითაშვილი
წელს ტურნირში 8 ქვეყნის (იტალია, თურქეთი, რუმინეთი, უკრაინა, ბულგარეთი, საქართველო, ყაზახეთი და მოლდოვა) სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია რომ თეკლა ლიპარტელიანმა U13 მოიპოვა A კატეგორიაში ვერცხლის მედალი, ანასტასია ჩხარტიშვილმა U15 A კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი და U 19 B კატეგორიაში ვერცხლის მედალი.
კომენტარები post