“ნაპოლის” ლეგენდამ, ანტონიო დე ოლივეირა ფილიომ, იგივე კარეკამ “ნაპოლის” შემადგენლობიდან ორი ფეხბურთელი გამოყო.
“ქართველი დიდებული ტალანტია, თუმცა “ნაპოლის” შეტევების უმეტესობა მხოლოდ მისი ფლანგიდან არ უნდა განხორციელდეს. ჩვენ ბალანსი გვჭირდება, მარჯვენა ფლანგი მეტად უნდა დაიტვირთოს, რაც ხვიჩას თავისუფლებას მისცემს. “ინტერთან” მატჩში “კვარამ” თავისი დიდებული თვისებები სწორედ ამიტომ ვერ გამოავლინა.
მგავს თუ არა ოსიმენი? ასე არ ვფიქრობ, ოსიმენი ფიზიკურად მაღალი და ძლიერია, ასევე, შეტევაში მრავალმხრივია და თამაში სიღრმიდანაც შეუძლია. მას მუდამ გატანა სურს და ნიგერიელი საგოლე მომენტებით თანაგუნდელებსაც ამარაგებს”, – განაცხადა კარეკამ.
კომენტარები post