პაპუნა ბერუაშვილი 18 წლის ქართველი მეკარეა, რომელიც კარიერას “სპორტინგში” განაგრძობს.
18 წლის მეკარემ პორტუგალიაში გადასვლის შემდეგ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რადგან პორტუგალიის ერთ-ერთ უდიდეს გუნდთან გავაფორმე ხელშეკრულება.
ჩემი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტ შეხვედრაში ვითამაშო, კიდევ უფრო დავხვეწო და გავაუმჯობესო ჩემი შესაძლებლობები.
“სპორტინგის” ისტორია შესანიშნავად ვიცი… ამ კლუბის მუზეუმს უკვე ვესტუმრე და ბევრი რამეც ვისწავლე”, – განაცხადა ბერუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბერუაშვილი “სპორტინგში” 1-წლიანი იჯარის წესით გადავიდა, გამოსყიდვის უფლებით.
კომენტარები post