ხვიჩა კვარაცხელიამ “ლივერპულის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრა გააკეთა.
21 წლის ფეხბურთელმა ტრენტ-ალექსანდრ არნოლდი გააბითურა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხვიჩას პერფომანს სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურნენ:
“კვარაცხელია ერთ-ერთია იმ რამდენიმე ფეხბურთელს შორის, რომლებიც ახალგაზრდა რონალდუს მაგონებენ – მაღალი, სწრაფი, ტექნიკური, გასაოცარი ტალანტი.”
“ეს კვარაცხელიას საღამოა. ის მომდევნო ტალანტია, რომლის სიდიადესაც ევროპა საკუთარ თავზე გამოცდის.”
“კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა გახდეს გამორჩეული ფეხბურთელი. მას ჩვენთან სამუდამოდ დარჩენა უნდა უნდოდეს.”
“ხვიჩა კვარაცხელია – დაიმახსოვრეთ ეს სახელი!”.
“მაშ ასე, პრემიერ ლიგის რომელი გუნდი ყიდულობს ხვიჩას მომავალ ზაფხულს? დიახ, მისი სახელი მე დავაკოპირე.”
“ჯო გომესს კვარაცხელია კოშმარებში დაესიზმრება.”
“ტრენტი ქართველმა მესიმ, ხვიჩამ გააცამტვერა.”
“კვარაცხელიას გასვლის შემდეგ “ნაპოლის” შესამჩნევად გაუჭირდა.”
კომენტარები post