UFC-ის ბევრი ცნობილი ადამიანი უყურებს და ხშირად საკმაოდ მაღალ ფსონებსაც ანთავსებენ. ასეთი პიროვნებაა ცნობილი კანადელი რეპერი დრეიკი.
დრეიკმა მერაბ დვალიშვილისა და ჟოზე ალდოს ბრძოლაზე 240 000 დოლარი დადო, მისი აზრით გამარჯვებული ბრაზილიელი მებრძოლი გახდება. პროგნოზის გამოცნობის შემთხვევაში კანადელი 516 000 დოლარს მოიგებს.
საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისრაელ ადენასიამ 8000 დოლარი, ასევე, ლეგენდა ალდოზე დადო.
ალდო მატჩის ფავორიტად ითვლება, თუმცა არამგონია, მერაბის გაჩერება შეძლოს. გამარჯვებულს გზა საჩემპიონო ბრძოლისკენ გაეხსნება.
კომენტარები post