ინგლისის მეორე ლიგის “ჰარტლპულ იუნაიტედის” ნახევარმცველი მარკ შელტონი 45-ე ტურის მატჩს უცნაური ტრავმის გამო გამოტოვებს.
“სკანთორპ იუნაიტედთან” შელტონი ყურის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, კერძოდ, კი BBC-ის ცნობით, 25 წლის შელტონმა ბამბის ტამპონი ყურში ძალიან ღრმად შეიყო და ვეღარ გამოიღო.
“შელტონი საავადმყოფოშია. როგორც ჩანს, ტამპონი ძალიან ღრმად შეუვიდა, წამოდგომა არ შეუძლია, თავბრუსხვევა აქვს”, – განაცხადა “ჰარტლპულ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა გრემ ლიმ.
კომენტარები post