იტალიური პოპულარული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სახალისო პოსტს აქვეყნებს.
მოგეხსენებათ, ქართველმა სერია A-ში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. მან “სპეციასთან” ჯერ პენალტი გაიტანა, შემდეგ კი ვიქტორ ოსიმენს გაატანინა.
“ნეაპოლში სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი ხვიჩა იქნება”, – წერს გამოცემა და “კვარას” სახალისო პოსტერს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას “ნაპოლი” 56 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან “ინტერს” 13 ქულით უსწრებს და 12 თებერვალს “კრემონეზეს” მიიღებს.
კომენტარები post