იტალიური “პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო და პაოლო კანავაროების ექსაგენტმა ენრიკო ფედელემ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ხშირად აკრიტიკებდა, “მილანთან” მატჩისთვის ქართველი შეაქო.
მისი თქმით, “როსონერისთან” მაღალ დონეზე მხოლოდ კვარაცხელიამ და მეკარე ალექს მერეტმა ითამაშეს.
“სან სიროზე” გამართულ მატჩში მის ყველა თანაგუნდელს ეშინოდა, მას კი არა. ქართველი ძალიან მნიშვნელოვანი და თამამი იყო, რადგან თავისი აჩქარებებით სტეფანო პიოლის გუნდის დაცვის ხაზს პრობლემები შეუქმნა”, – აღნიშნა ფედელემ.
კომენტარები post