ახალი არ არის, რომ “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ფიფას და უეფას მოქმედებებით ძალიან უკმაყოფილოა მათი შედგენილი კალენდრებისა და დაგეგმილი მატჩების გამო.
იურგენ კლოპი ფიქრობს, რომ ეს ორგანიზაციები ფეხბურთელებს საერთოდა არ უფრთხილდებიან და ისინი საჯაროდ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
“ხრახნებისა და ჭანჭიკების გამწმენდადაც მიმუშავია. კიდევ რა ვიცი, რა აღარ მიკეთებია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყველამ გაიგოს: ვიცი, რას ნიშნავს მუშაობა. არ მინდა, ვინმეს საქმე დავაკნინო, მე მხოლოდ ფეხბურთელებზე ვფიქრობ და მსურს, კიდევ ერთხელ ყველას მივუთითო, რომ ეს თამაში ფეხბურთელების გარეშე არ გამოვა. ფეხბურთი მხოლოდ მაშინ არის კარგი, როცა ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან.
“ახლა მხოლოდ ერთი მიმართულებით მივდივართ, მიმართულებით, რომელსაც კედლისკენ მივყავართ. აშკარაა ინტერესთა კონფლიქტი. ყველა თავისი ინტერესისთვის იბრძვის, ფეხბურთელებზე კი არავინ ფიქრობს. ერთი ვინმეც კი არ ფიქრობს, არავინ! ფაქტია, გონივრული გამოსავალია მოსაძებნი. ეს გამოსავალი ვერ იქნება მუდმივად ახალი ტურნირების მოფიქრება. ეს სიგიჟეა!”– განაცხადა კლოპმა.
ამით მან ალექსანდრ ჩეფერინის განცხადებას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ “ნებისმიერი ქარხნის მუშებსაც აქვთ უფლება, პროტესტი გამოთქვან თავიანთ მძიმე სამუშაოზე, რომლისთვისაც ძალიან ცოტას უხდიან.”
კომენტარები post