სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ვახშამზე მღერის, როდესაც მთელი გუნდია შეკრებილი და ერთად ვახშმობენ.
ამ ვიდეოს გამოეხმაურა საქართველს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და აღნიშნა, რომ ხვიჩა ფეხბურთს უფრო უკეთ თამაშობს, ვიდრე მღერის.
“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში და ეროვნულ ნაკრებში ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, რომ შენი საფეხბურთო უნარები უკეთესია, ვიდრე შენი სიმღერის ნიჭი”,- დაწერა სანიოლმა ინსტაგრამზე.
კომენტარები post