მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძის “მეცმა” გუშინ მორიგი მატჩი გამართა და “როდეზს” 4:1 სძლია. მიქაუტაძემ მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა, ქართველმა პირველ ნახევარში დუბლი შეასრულა, მონაგარს კი საგოლე პასიც დაუმატა.
ფორვარდის თამაშს ფრანგული გამოცემა Francebleu.fr ეხმაურება და გიორგის “მეცის” ლიდერს უწოდებს.
“მიუხედავად იმისა, რომ “პოლ ლინონის” სტადიონის საფარი იდეალურ მდგომარეობაში არ იყო, “მეცმა” პირველ ნახევარში გულშემატკივარს სრულყოფილი ფეხბურთი შესთავაზა, ეს ყველაფერი კი გიორგი მიქაუტაძის ლიდერობით მოხდა, ქართველმა საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა და ოსტატური დარტყმით შეხვედრაში ანგარიში გახსნა, 15 წუთში კი სხვაობა ორამდე გაზარდა, 44-ე წუთზე ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ, შედეგიანი პასი მიითვალა და მატიუ უდოლს გაატანინა, მიქაუტაძის ანგარიშზე ამ სეზონში 4 გატანილი გოლი და და ამდენივე საგოლე გადაცემაა”- წერს გამოცემა.
კომენტარები post