შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში მორიგი პუბლიკაცია გამოაქვეყნა. ნახევრად მსუბუქ და მსუბუქ წონებში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მიანიშნა, რომ ოქტაგონზე დასაბრუნებლად ემზადება.
“ყველაზე დიდი და დიადი დაბრუნება სპორტის ისტორიაში. მზად ხარ გახდე მოწმე?”, – დაწერა 34 წლის სპორტსმენმა.
კონორ მაკგრეგორმა თავისი ბოლო ბრძოლა 2021 წლის ივლისში ჩაატარა. ირლანდიელმა ამერიკელ დასტინ პორიესთან პირველავე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით წააგო და ფეხის ტრავმაც მიიღო.
კომენტარები post