ხვიჩა კვარაცხელიასთვის მიმდინარე სეზონი ზღაპრულად მიმდინარეობს. ქართველმა შემტევმა “ნაპოლის” რიგებში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ასევე სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრებშიც 2 გოლის გატანა შეძლო.
ცნობილმა სატრანსფერო საიტმა Transfermarkt-მა იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა.
აიწია ხვიჩა კვარაცხელიას ფასმაც, მისი სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონიდან 35 მილიონ ევრომდე ავიდა და ახლა ის ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია.
კომენტარები post