გურამ ქუთათელაძისა და ბრაზილიელი ტიაგო მოიზესის ჩხუბი ჩაიშალა. მსუბუქ წონაში გასამართ ჩხუბს გურამ ქუთათელაძე ჩაეხსნა. ჯერჯერობით უცნობია, რის გამო თქვა უარი ჩხუბზე ქართველმა სპორტსმენმა.
ბრძოლა 22 იანვარს, UFC 283-ის ფარგლებში, რიო დე ჟანეიროში უნდა გამართულიყო. UFC-მ გურამის შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო, მაგრამ ასეთ მოკლე დროში შესაძლოა მოიზესის მეტოქის პოვნა გაუჭირდეს.
კომენტარები post