ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

რა ეტაპზეა ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა


  • 1 თვის წინ
რა ეტაპზეა ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა

რამდენიმე თვეში საქართველოს საერთაშორისო კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს, ევროპის ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს, რისთვისაც თბილისში ახალი სპორტის სასახლე შენდება.

დარბაზის მშენებლობა უკვე ბოლო ეტაპზეა, ფაქტობრივად დასრულებულია პარკეტისა და დასაჯდომი ადგილების მოწყობა, მალე მთავარი ტაბლოც დაიკიდება პარკეტის თავზე და მხოლოდ მცირე დეტალებიღა რჩება.

დარბაზის მშენებლობის პროგრესის შესამოწმებლად თბილსში ჩამოვიდა ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და სიტუაცია შეაფასა:

"ჩემი წინა ვიზიტის დროს უკმაყოფილო დავრჩი და ევრობასკეტამდე დარბაზის მშენებლობის დასრულების პერსპექტივას სკეპტიკურად ვუყურებდი, თუმცა, შეფერხებები არ გამკვირვებია, რადგან პანდემიის გამო, ანალოგიური პრობლემები ბევრ ქვეყანაში შეიქმნა. ახლა სრულიად სხვა განწყობა მაქვს, რადგან მშენებლობა კარგად მიდის და პროგრესი აშკარაა. შთამბეჭდავი დარბაზია და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლებს." - განაცხადა კამილ ნოვაკმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

ასევე დაგაინტერესებთ