ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ალეკსეი ანდრონოვმა საბა საზონოვთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა. მოსკოვის “დინამოს” მცველის, საბა საზონოვის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოძახების შემდეგ, ამ ამბავს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
ალეკსეი ანდრონოვი თავის “ტელეგრამზე” ასე წერს:
“აქ საკითხავი (ნორმალური ადამიანებისთვის) არ არის “რა მოხდა”, მაგრამ საკითხავია, “როგორ”. ის, რომ დინამოს მცველი საბა საზონოვი საქართველოს ნაკრების ვარიანტს განიხილავდა, ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს შევიტყვე. ინსაიდერებმა არ დამაღალატეს.
რაც საზონოვმა გააკეთა, აბსოლუტურად გასაგებია. მან საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღო, რისი უფლებაც ჰქონდა. უარი თქვა რუსეთისაზე იმის გამო, რომ მისი ფასი 0-ის ტოლია (ვგულისხმობ სპორტულ და საფეხბურთო). ლოდინს აზრი არ აქვს. ევრო 2024 არ იქნება. ბოსნიასთან მატჩი არ იქნება 95%-ით. ყირგიზეთთანაც კი პრობლემებია… ფეხბურთელი კი უნდა თამაშობდეს, მათ შორის, ნაკრებშიც. მით უმეტეს, საქართველო ერთა ლიგაში ბრწყინავს (10 ქულა 4 მატჩში), ჰყავთ ბრწყინვალე ახალგაზრდა თაობა ხვიჩა კვარაცხელიას მეთაურობით…
მაგრამ, საკითხავია, როგორ მოხდა ეს. არ შეიძლებოდა მწვრთნელისთვის დარეკვა? პირადად საბასგან თუ არა, მისი აგენტისგან? რა იყო აქ დასაძრახი?…
PS. ჩემი ინფორმაციით, შემდეგი მარადიშვილი იქნება.”
კომენტარები post