“სლოვან ბრატისლავასა” და “ზრინსკის” შორის გამართულ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანი კუნთის პრობლემების გამო დატოვა. ეს ექსტრა-ტაიმების მე-4 წუთზე მოხდა და ქართველი გულშემატკივარი გვარიანადაც ანერვიულა.
საბედნიეროდ, ახალგაზრდა ნახევარმცველის პრობლემა სერიოზული არ აღმოჩნდა.
როგორც Geo Team იტყობინება, გიორგი ახლა თავს კარგად გრძნობს და მომდევნო შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
კომენტარები post