გუშინ ევრობასკეტ 2022-მა აიღო სტარტი და თავისი პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმაც გამართა.
სამწუხაროდ საკმად დაძაბულ ბრძოლაში ბელგიის ნაკრებმა ოვერტაიმში დაგვამარცხა. ძირითადი დრო 70:70 დასრულდა, ოვერტაიმში კი 9:6 წავაგეთ.
საქართველოს ნაკრებს წარმატება უსურვა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ, მან ამის შესახებ თავის სოციალურ ქსელში დაწერა:
“დიდი და მნიშვნელოვანი დღეა არა მხოლოდ კალათბურთისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, მოედანზე 5 სპორტსმენი გადის, 11 თუ 15, ჩვენი დროშა და ქვეყანა ყველას გვაერთიანებს. წარმატებები ჩვენს ბიჭებს ევრობასკეტზე!”
კომენტარები post