ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

"რა მოხდებოდა, თუ გრილიში დუბლს გაიფორმებდა?" - გუარდიოლა მადრიდში მარცხს ვერ ივიწყებს


  • 1 თვის წინ
"რა მოხდებოდა, თუ გრილიში დუბლს გაიფორმებდა?" - გუარდიოლა მადრიდში მარცხს ვერ ივიწყებს

"რეალ მადრიდი" ჩემპიონთა ლიგაზე სასწაულების მოხდენას განაგრძობს, ამჯერად კარლო ანჩელოტის გუნდამ ტურნირს "მანჩესტერ სიტი" გამოთიშა და ეს თამაში ფეხბურთის გულშემატკივრებს დიდი ხანი არ დაავიწყდებათ.

ამ მარცხის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ:

"მე ყოველთვის მინდა ტიტულების მოგება. არ შემიძლია ერთი წელი გავატარო იმაზე ფიქრში, თუ როგორი ბედნიერი ვარ. ჩემპიონთა ლიგა რომ მოგვეგო, მაშინ ყველა იტყოდა, რომ საქმე ფულშია და არა ჩვენს შრომაზე. ფეხბურთელებს ეს ჯერ არ ესმით, მაგრამ ეს მარცხი ჩვენთვის საჩუქარია. მსურს ჩემპიონთა ლიგის მოგება და ფინალში თამაში, მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ იმაზე უკეთესი, ვიდრე მადრიდში ვიყავით.

ახლა სიტყვები არ მყოფნის ჩვენი გრძნობების აღსაწერად. ჩვენ უბრალოდ გვჭირდება დრო და კარგი ძილი, შემდეგ კი უნდა ვკონცენტრირდეთ შემდეგ მიზანზე. ახლა ყველა საუბრობს ხასიათის ნაკლებობაზე. ხასიათის ნაკლებობა? რა მოხდებოდა, თუ გრილიში დუბლს გაიფორმებდა? ფეხბურთში არის ემოციები, მათ კონტროლი სჭირდება. იმ დროს ემოციები მადრიდის რეალის მხარეს იყო."- განაცხადა გუარდილამ.

ასევე დაგაინტერესებთ