ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი ზაზა ჯანაშია რუსულ “რია ნოვისტისთან” საუბარში რამაზ სვანაძის განცხადებას ეხმაურება.
შეგახენებთ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს…
“ხომ არ გაგიჟდა?! თუ რა ხდება?! რა საერთო აქვთ ერთმანეთთან სპორტსა და პოლიტიკას? – ეს ორი ერთმანეთს არ უნდა დავუკავშიროთ…
სვანაძის პოზიციას არ ვეთანხმები, მას ვიცნობ და არ ვიცი, თუ რატომ თქვა ეს… ქართველები ყოველთვის თამაშობდნენ რუსეთში და ეს პირიქითაც ხდებოდა”, – ამბობს ჯანაშია.
კომენტარები post