“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტა ისაუბრა დემბელესთან მოლაპარაკების საკითხზე. მოგეხსენებათ ჯერ კიდევ გარკვეული არ არის დარჩება თუ არა დემბელე გუნდში, ის ამიერიდან თავისული აგენტი გახდა.
“უსმანს ვაფასებთ და სეზონის ფინალური მონაკვეთი მან ძალიან მაღალ დონეზეც ჩაატარა. მთავარი მწვრთნელი მისით კმაყოფილია.”
“საკითხი მხოლოდ ფინანსებს ეხება. ჩვენ მას უკვე შევატყობინეთ, როგორი წარმოგვიდგენია მისი ახალი კონტრაქტი, მაგრამ მას არც დადებითი პასუხი გაუცია და არც უარყოფითი”.
“მშვიდად ვართ, კონტრაქტი მაგიდაზე დევს. თუ ჩვენს პირობებს დათანხმდება, დარჩება კიდეც.“- განაცხადა ლაპორტამ.
კომენტარები post