ლა ლიგის მეოთხე ტურში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” “ხეტაფე” მესტალიაზე გაანადგურა. მატჩი 5:1 დასრულდა.
ვალენსიური კლუბი მე-16 წუთზე უკვე სამით ნულს იგებდა. მეორე ტაიმში კი გატუზოს ბიჭებმა ორი გოლი კიდევ გაიტანეს და ერთიც გაუშვეს.
გიორგის სამი სეივი ჰქონდა. Whoscored-ისგან 6.9 ქულა ერგო. გიორგის აქტივში მიმდინარე სეზონში ერთი მშრალი მატჩია, მაგრამ მხოლოდ 3 გოლი აქვს გაშვებული.
კომენტარები post