ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე “ლეჩეს” უმასპინძლა და ფრე, 1:1 ითამაშა.
ამჯერად ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა კვარაცხელია და თამაშში მხოლოდ 57-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო.
“ნაპოლის” წინ საკმაოდ რთული კალენდარი ელის, 1 კვირის განმავლობაში მატჩები “ლაციოსთან” და “ლივერპულთან”, რის გამოც ლუჩიანო სპალეტიმ ქართველი გარემარბის დასვენება გადაწყვიტა.
ცბობილმა სპორტულმა საიტმა whoscored-მა კვარას თამაში 6.2 ქულით შეაფასა, sofascore-მა კი 6.5 ქულით.
კომენტარები post