“ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას მოსამზადებელი ეტაპი ზაფხულში, გრძელდება. დღეს, 3 აგვისტოს, იტალიელები ესპანურ “ჟირონასთან” ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
სამწუხაროდ, ამ მატჩში საეჭვოა ნეაპოლის კლუბის ქართველი ახალწვეულის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში.
La Repubblica-ს ინფორმაციით, ლა ლიგაში გადმოსულ გუნდთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში მატიას ოლივერას, ხვიჩა კვარაცხელიას და პიოტრ ჟელინსკის მონაწილეობის საკითხი უშუალოდ თამაშის წინ, ფეხბურთელების მდგომარეობის შეფასების შემდეგ გადაწყდება.
კვარაცხელიას, რომელიც “მალიორკას” მაატჩის შემდეგ ფეხზე სახვევით შენიშნეს, ნაპოლის ბოლო წვრთნაში გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთა.
კომენტარები post