მოგეხსენებათ, რომ ლიანა ჯოჯუამ UFC დატოვა. ერთ-ერთი რუსული გამოცემა ქართველი სპორტსმენის მიერ UFC-ში გამომუშავებული თანხების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
ლიანამ ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში დაახლოებით 3 წელი გაატარა და სულ 4 შეხვედრა გამართა. სამწუხაროდ აქედან მხოლოდ ერთში იმარჯვა.
სადებიუტო შეხვედრაში ლიანა სარა მორასთან დამარცხდა და 15 900 დოლარი მიიღო.
დიანა ბელბიტას დამარცხებით მან 23 500 დოლარი გამოიმუშავა.
ბოლო ორ მარცხში, მირანდა მავერიკის წინააღმდეგ შეხვედრაში 13 500 დოლარი მიიღო, ხოლო კორტნი ქეისისთან დაპირისპირებისთვის კი 24 100 დოლარი.
ჯამურად ჯოჯუამ UFC-ში 77 000 დოლარი გამოიმუშავა.
კომენტარები post