Tuttomercatoweb-ი 90min-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ “არსენალი” “ნაპოლის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას შეეცდება.
მას შემდეგ, რაც მიხაილ მუდრიკი “ჩელსიმ” შეიძინა, “არსენალი” გუნდის სხვა შემტევით გაძლიერებას გეგმავს. კვარაცხელიას გარდა, კანდიდატებს შორის ფერან ტორესი და რაფინია, ლეანდრო ტროსარდი და კაორუ მიტომა არიან.
აღნიშნულია, რომ “ნაპოლი” ქართველს არ დათმობს, მაგრამ თუ მაინც დათანხმდება, 100 მილიონ ფუნტზე (113 მილიონი ევრო) ნაკლებად ვერ შეელევა.
კომენტარები post