ზბიგნევ ბონეკმა, პოლონური ფეხბურთის ლეგენდამ, იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარცხელიას ნაპოლიში ტრანსფერზე კომენტრი გააკეთა.
მისი თქმით, ქართველებს და სხვა ეროვნების ფეხბურთელებს სულ ეჭვის თვალით უყურებენ, არგენტინელები კი ფენომენები ჰგონიათ.
“ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ბევრი კარგი მსმენია. რამდენჯერმე მეც ვნახე მისი თამაში. ცხადია, როცა კლუბი არგენტინელ ფეხბურთელს ყიდულობს, ყველა ფიქრობს, რომ ის ფენომენია, მაგრამ სამაგიეროდ, ეჭვით უყურებენ ქართველებსა თუ სხვა, საშუალო დონის ან სუსტი საფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენელ მოთამაშეებს, თუმცა ჩემს კარიერაში ათეულობით სუსტი არგენტინელიც მინახავს”, – თქვა ბონეკმა.
კომენტარები post