სერია ა-ს მე-16 ტურში ლუჩიანო სპალეტის “ნაპოლიმ” სეზონის პირველი მარცხი განიცადა. “პარტენოპეიმ” მიილანის “ინტერის” წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და ედინ ჯეკოს გოლის წყალობით, ანგარიშით 0:1 წააგო.
მატჩი წარუმატებელი გამოდგა ნეაპოლელთა ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიასთვისაც. 21 წლის შემტევი მთელი შეხვედრის განმავლობაში უფერული გახლდათ და მოედნის ნაადრევად დატოვებაც მოუხდა – 76-ე წუთზე იგი ელიფ ელმასმა შეცვალა.
კვარა რომ ცუდ სათამაშო ფორმაშია, ამის დანახვა საკმაოდ მარტივია. ამაზე იტალიურმა გამოცემა Corriere della Sella-მაც დაწერა და ხვიჩას ჩვეული ეფექტურობის გაქრობის 3 მიზეზი დაასახელა.
ტრავმა და მუნდიალის პაუზა
ხვიჩამ “ლივერპულის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში წელის ტრავმა მიიღო, რამაც 3 თამაში გამოატოვებინა. ამას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოჰყვა. მართალია, კვარაცხელია ბოლომდე გამოჯანმრთელდა, მაგრამ მოთმინება მაინც გვმართებს, რათა ქართველმა ხელმეორედ დაზიანების შიში დასძლიოს და ძველებურად ათამაშდეს.
მანქანის მოპარვის უსიამოვნო ინციდენტი
ხვიჩას ღამით მძარცველებმა მანქანა მოჰპარეს, რის გამოც მას საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ნეაპოლის გარეუბან პოლზოპინოში გადასვლა მოუხდა. ბუნებრივია, ეს უსიამოვნო ინციდენტი მასზე გარკვეულ გავლენას მოახდენდა.
“ნაპოლის” მოგებული მატჩები ძალიან სჭირდება. გამარჯვებები და შედეგიანი თამაშები ხვიჩასთვის საუკეთესო მკურნალი უნდა იყოს, მაგრამ თუ იგი “სამპდორიასთან” მატჩსაც ჩააგდებს, არ გაგვიკვირდეს, შემდეგ ტურებში სათადარიგოთა სკამზე დაჯდომაც კი მოუწიოს,” – ვკითხულობთ სტატიაში.
კომენტარები post