ზურიკო დავითაშვილის საფრანგეთში, კერძოდ, “ლორეანში” გადასვლა უკვე ძალიან გაიწელა. Sportall.ge-ის ექსკლუზივის მიხედვით კი დავითაშვილის გადაბარგებას მხოლოდ ერთი პრობლემა უშლის ხელს – არაევროკავშირელის შეზღუდვა.
“ლორიენის” განაცხადში ამჟამად 10 არაევროკავშირელია, ეს ლიმიტი შევსებულია და ქართველი ფეხბურთელის ამ კლუბში ჩასარიცხად აუცილებელია, გუნდმა ხსენებული ათიდან რომელიმე მათგანი გაასხვისოს.
კრისტოფ პელისიეს გუნდში 2 ნიგერიელი, ბრაზილიელი, კონგოს რესპუბლიკელი, კოტ დ’იუვარელი, ტუნისელი, კამერუნელი, თურქი, მალელი და ბურკინა ფასოელი ფეხბურთელები არიან. ბრაზილიელმა მცველმმა იგორ სილვამ ბოლოს 23 ივლისს ითამაშა და ამ ეტაპზე, გუნდიდან მისი წასვლა ყველაზე რეალური ჩანს. “ლორიენში” ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელია, ტუნისელი მონტასარ ტალბი აქ “რუბინიდან” გადავიდა. ჩამოთვლილი ლეგიონერებიდან 2 ახლადშეძენილია – თურქი ფორვარდი უმით ბოზოკი და კამერუნელი მცველი დარლინ იონგვა.
კომენტარები post