ლა ლიგის 2022/2023 წლების სეზონი ძალიან მალე აიღებს სტარტს და მოქმედი ჩემპიონი, “რეალ მადრიდი” ტიტულის დაცვას შეეცდება, მაგრამ ამისთვის გუნდის გაძლიერება დასჭირდება, განსაკუთრებით ძალიან გაძლიერებული “ბარსელონას” ფონზე.
“ბლანკოსმა” აუცილებლად უნდა იზრუნოს თავდასხმის გაძლიერებაზე, რადგანაც ქარიმ ბენზემას სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს.
როგორც DirectoGol იტყობინება, მადრიდელებს 4 კანდიდატი ჰყავთ, რომელთა ტრანსფერსაც განიხილავენ, მთავარი კანდიდატი “ესპანიოლის” თავდამსხმელი, რაულ დე ტომასია.
აღნიშნული წყაროს ცნობით, “რეალში” ასევე ტიმო ვერნერის, ედინ ჯეკოსა და ბენჟამინ სესკოს ვარიანტზე ფიქრობენ.
კომენტარები post