პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი რენატო სანჩესი პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. პარიზული კლუბის ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
24 წლის ნახევარმცველის შეძენა პსჟ-ს დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდა და მან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ რენატო დიდი ხნის განმავლობაში მილანში ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ პარიზულ კლუბში აღმოჩნდა.
“ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ბოლო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. დარწმუნებული ვარ, სწორი არჩევანი გავაკეთე. ავირჩიე პარი სენ-ჟერმენი, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემთვის სწორი პროექტი აქვს. საფრანგეთში დარჩენაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩემპიონატს უკვე ვიცნობ”, – აღნიშნა რენატო სანჩესმა.
კომენტარები post