საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეხუთე ტურში ჩრდილეოთ მაკედონიას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მაკედონიაში გამართული მატჩისგან განსხვავებით მეტოქე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. თამაში მაკედონიურ მედიაშიც შეაფასეს:
“ითვლება გოლები და არა შანსები და მომენტები, რომლებსაც შექმნი. კარგად ვითამაშეთ, მომენტები შევქმენით, თუმცა ვერაფერი გავიტანეთ და ჩვენს კარში გავუშვით. რითია საქართველოს ნაკრები ჩვენზე უკეთესი? საბოლოო ჯამში მათ 5 გაგვიტანეს და არცერთი გაუშვიათ, თანაც, 6 ქულით გვისწრებენ – აი, ესაა განსხვავება, ამით გვჯობნიან ისინი.
დინამო არენა მაკედონიური ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი ადგილია, აქ 2 წლის წინ გორან პანდევმა და კამპანიამ ისტორია დაწერა, თუმცა ახლა გუნდი ძველ ნაცნობებთან დამარცხდა“, – წერენ მაკედონიაში.
კომენტარები post