მოგეხსენებათ, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები “ბარსელონასა” და “ბაიერნს” შორის რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერთან დაკავშირებით.
კატალონიურმა კლუბმა გერმანულ კლუბს რამდენიმე შეთავაზება გაუკეთა, რომელიც დაიბლოკა.
როგროც ცნობილი ჟურნალისტი, ჟერარ რომერო იტყობინება, “ბარსელონამ” დღეს გერმანელებს ბოლო შეთავაზება გაუგზავნა, მათი შეთავაზება ასეთია: 50 მილიონს პლუს ბონუსები.
წყაროს მიხედვით, ესპანური გუნდი დარწმუნებულია, რომ ლევანდოვსკის ტრანსფერი კვირის ბოლომდე გაოფიციალურდება.
კომენტარები post