ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც “ნაპოლის” რიგებში ირიცხება, მაგრამ ამ მცირე პერიოდში უკვე შეძლო და თავი შეაყვარა იტალიელ ქომაგებს. მის შესახებ ტიფოსები ასე საუბრობენ:
“კვარაცხელია არის ნომერი პირველი.”
“კვარაცხელია ძლიერი მოთამაშეა და ნაპოლისთვის გოლებს გაიტანს”
“როცა დინამო ბათუმში თამაშობდა მის საუკეთესო მომენტებს ვუყურებდით მის უნარებზე დასაკვირვებლად და იმის გასარკვევად, თუ როგორ თამაშობს განსხვავებულ პოზიციაზე. ახლა ის ნაპოლის მთავარი მოთამაშეა – კვარადონა, კვარავაჯო.”
“როდესაც ნაპოლიმ კვარაცხელია იყიდა, ნეაპოლელებს წარმოდგენა არ ჰქონდათ თუ ვინ იყო ის. არ იცნობდნენ კვარას, ჩვენ მას ასე ვეძახით, რადგან გვიჭირს მისი გვარის წარმოთქმა. როგორც კი ჩვენ გუნდში გადმოვიდა, მაშინვე დიდი ჩემპიონის მსგავსად ლიდერივით დაიწყო თამაში.”
კომენტარები post