უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომავალი სეზონიდან ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” ითამაშებს. ეს არა მხოლოდ ქართველი, არამედ იტალიელი გულშემატკივრებისთვისაც ძალიან სასიხარულო ამბავი აღმოჩნდა.
პოსტს, რომლითაც ნეაპოლიტანელები ხვიჩას მიესალმნენ, უკვე 32 ათასი მოწონება და 4 ათასი კომენტარი აქვს. “ნაპოლის” იტალიელი გულშემატკივრები ხვიჩას ტრანსფერს ასე ეხმაურებიან.
“უკვე წარმომიდგენია, რას დაუძახებენ, როცა საგოლე შანსებს გააფუჭებს.”
“ეს ბიჭი კახი კალაძის ქვეყნიდანაა.”
“ნაპოლის” სხვა ქვეყნებიდან უფრო მეტი გულშემატკივარი ემატება, ვიდრე იტალიაში ჰყავს.”
“მისი სახელის წარმოთქმა ძალიან გაგვიჭირდება.”
კომენტარები post