ხვალ სერია ა-ს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება – ცხრილის პირველ და მეორე ადგილოსნები, “ნაპოლი” და ტურინის “იუვენტუსი” დიეგო მარადონას სახელოსიბ სსტადიონზე შეერკინებიან ერთმანეთს.
ტურინელთა ყურადღება ნეაპოლელების მთავარი შემტევების, ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას გაჩერებაზეა მიმართული. ამის თაობაზე ისაუბრა მასიმილიანო ალეგრიმაც:
“ამ მატჩისთვის აქტიურად ვემზადებით, ვიცით, თუ რა მნიშვნელობის თამაშია და როგორი ძლიერია “ნაპოლი”. მახარებს, რომ სეზონის მეორე ნახევარს კარგ ფორმაში ვიწყებთ. დიდ პატივს ვცემ ლუჩიანო სპალეტისაც – ბრწყინვალე ადამიანი და მწვრთნელი გახლავთ. როგორ ვაპირებთ ხვიჩა კვარაცხელიას გაჩერებას? ჯერ პასუხი არ მაქვს. სასტარტო შემადგენლობა ჯერ არ მყავს დაკომპლექტებული”, – განაცხადა მასიმილიანომ.
კომენტარები post