ევრობასკეტის პირველ სათამაშო დღეს საქართველოს ნაკრები ბელგიასთან მძიმე ბრძოლაში, 79:76 დამარცხდა.
ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ბითაძემ მეოთხე მეოთხედში ფეხი ცუდად დადგა და ტრავმა მიიღო.
“როგორია ბითაძის მდგომარეობა? დიდი იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია. ვფიქრობ, მომდევნო მატჩებში ბითაძემ გარკვეული რაოდენობის წუთების თამაში მაინც უნდა შეძლოს.
შენგელიას ტრავმა და ახლა ბითაძე? ეს კატასტროფაა. როდესაც ნაკრებს 2 ლიდერი აკლდება, სხვა მნიშვნელოვანი თვისებები უნდა გქონდეს, რომ თამაში მოიგო”, – განაცხადა ზუროსმა
ბოლო ინფორმაციით კი ბითაძის ტრავმა სერიოზული არ არის, მისი კოჭი არ შეშუპებულა და ნაკრებში 90%-ით დარწმუნებულები არიან, რომ გოგა ესპანეთთან თამაშს შეძლებს.
კომენტარები post